Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქალი და ბავშვი დაიღუპნენ ჩერნიგოვში რუსული დარტყმის შედეგად - უკრაინის ხელისუფლება

აალებული სახლი ჩერნიგოვში, თავდასხმის შემდეგ
აალებული სახლი ჩერნიგოვში, თავდასხმის შემდეგ

26 აგვისტოს დილით, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ჩერნიგოვზე დრონებით იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 49 წლის ქალი და 4 წლის გოგო, განაცხადა ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დმიტრი ბრიჟინსკიმ.

დაშავდა ერთი - 14 წლის გოგო, - რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 26 აგვისტოს ღამეს, რუსეთის ძალებმა უკრაინას 162 მოიერიშე დრონით შეუტიეს.

„წინასწარი მონაცემებით, დილის 8:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით ჩამოაგდეს ან ჩაახშეს 134 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი“, - ნათქვამია განცხადებაში.

საჰაერო ძალების ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 18 ადგილას დარტყმები განხორციელდა, ხოლო სამ ადგილას ნამსხვრევები ჩამოცვივდა.

რუსეთის სამხედრო ძალები რეგულარულად ესხმიან თავს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დარტყმებს რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ომის დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ მიზანმიმართულ ხასიათს.

რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ რუსეთის არმია განზრახ ესხმის თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში სრულმასშტაბიანი ომის დროს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG