Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა რუტინული უწოდა CIA-ის დირექტორის ვიზიტს მოსკოვში

დონალდ ტრამპი. ფოტო გადაღებულია პრეზიდენტის თვითმფრინავში. 2 აგვისტო, 2026.
დონალდ ტრამპი. ფოტო გადაღებულია პრეზიდენტის თვითმფრინავში. 2 აგვისტო, 2026.

რადიოწამყვან გლენ ბეკთან სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ხელმძღვანელის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს „რუტინული“ უწოდა კითხვაზე საპასუხოდ, უკავშირდებოდა თუ არა ეს ვიზიტი რუსეთ-უკრაინის ომს.

„ეს ჩვეულებრივი, რუტინული ვიზიტისმაგვარი რამ იყო. არ მინდა ხალხის იმედის გაცრუება. ჩვენ გვურჩევნია, უკრაინაში ომი დასრულდეს“, უპასუხა მან.

25 აგვისტოს მოსკოვში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად ჩაფრინდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი. იგი „სპეცსამსახურებს შორის კონტაქტის დამყარების“ მიზნით ჩამოვიდა, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა The Washington Post-თან საუბრისას.

პესკოვის თქმით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა. ამასთან, მანამდე კრემლის ჯგუფში შემავალმა ჟურნალისტმა ალექსანდრ იუნაშევმა გამოთქვა ვარაუდი, რომ რუსეთის პრეზიდენტის გრაფიკი სწორედ რეტკლიფის ვიზიტის გამო შეიცვალა - მისი თქმით, სამშაბათს დანიშნული იყო „ძალიან მასშტაბური ღონისძიება“, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადადეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG