Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერბურგში ავტომობილი აფეთქდა. მედიის ცნობით, დაღუპულია ვიცე-პოლკოვნიკი

წინასწარი ინფორმაციით ავტომობილში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა (საილუსტრაციო ფოტო).
წინასწარი ინფორმაციით ავტომობილში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა (საილუსტრაციო ფოტო).

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში ავტომობილი აფეთქდა, რომელშიც სამხედრო მოსამსახურე და მისი ცოლი იმყოფებოდნენ.

როგორც "Фонтанка" და Baza იუწყებიან, კაცი დაიღუპა, ცოლი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქება დღეს, 27 აგვისტოს დილით მოხდა სლავიანკის რაიონში ტრასაზე. ავტომობილს ვიცე-პოლკოვნიკი მართავდა. მისი ვინაობა არ სახელდება.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

როგორც არხი "Агентство" წერს, აფეთქება იმ მიკრორაიონში მოხდა, სადაც სამხედროებისთვის საცხოვრებლები შენდება.

უკრაინაში ომის ფონზე, რუსეთში სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის მაღალჩინოსნების აფეთქების ეს პირველი შემთხვევა არაა.

თუმცა მომხდარზე ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG