Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო ლიდერი რატკო მლადიჩი გარდაიცვალა

რატკო მლადიჩი სასამართლოზე ჰააგაში. ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო მეთაური ომის დანაშაულსა და გენოციდში ცნეს დამნაშავედ. ის 17 აგვისტოს გარდაიცვალა ციხის საპატიმროში.
რატკო მლადიჩი სასამართლოზე ჰააგაში. ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო მეთაური ომის დანაშაულსა და გენოციდში ცნეს დამნაშავედ. ის 17 აგვისტოს გარდაიცვალა ციხის საპატიმროში.

სერბეთის სახელმწიფო მაუწყებლის (RTS) ცნობაზე დაყრდნობით "ფრანსპრესის" სააგენტო იტყობინება, რომ ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაური რატკო მლადიჩი ჰააგის ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მლადიჩმა, რომელიც ომის დამნაშავედაა მიჩნეული, რამდენიმე ინსულტი გადაიტანა.

84 წლის მლადიჩს „ბოსნიელ ყასაბს“ უწოდებდნენ ბოსნიის ომის დროს, 1995 წელს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში მისი როლის გამო.

მლადიჩი ჰააგაში გარდაიცვალა, სადაც ის სამუდამო პატიმრობას იხდიდა. განაჩენი მლადიჩს 2017 წელს გამოუტანეს.

ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ ის 1996 წელს ბოსნიის სერბთა რესპუბლიკის სხვა ხელმძღვანელთან ერთად ბოსნია-ჰერცეგოვინის 1992-95 წლების ომის დროს ომის დამნაშავედ და გენოციდის მონაწილეობის ბრალი წაუყენა სარაევოს ალყის და სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობის გამო, როცა სრებრენიცაში 8000-მდე მუსლიმი კაცი და ბიჭი მოკლეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG