პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეწყალება შეეხო 217 საპატიმრო და 6 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 3 პირს ნასამართლობა მოეხსნა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს ეფუძნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეწყალებასთან დაკავშირებით სხვა დეტალები, მათ შორის, არიან თუ არა შეწყალებულთა შორის ქალები და არასრულწლოვნები, უცნობია.
შეწყალების წესი 2019 წელს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეცვალა. გაუქმდა შეწყალების კომისია, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდადებულის შეწყალების საქმეს განსახილველად ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური.
პრეზიდენტმა შეწყალებისას უნდა გაითვალისწინოს მსჯავრდებულის პიროვნება, დანაშაულის მოტივი და გარემოებები, ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა, ასაკი, სასჯელის მოხდის ვადა, ქცევა და დანაშაულის გაცნობიერება, ასევე დაზარალებულის მოსაზრება და სხვა გარემოებები.
ფორუმი