Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი თითქმის 500-მდე გაიზარდა

ნეპალში მეწყრის შედეგების გაწმენდითი სამუშაოები
ნეპალში მეწყრის შედეგების გაწმენდითი სამუშაოები

პარასკევის დილის მონაცემებით, ნეპალში მეწყრისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 469-მდე მიაღწია.

ნეპალსა და მეზობელ ტიბეტში, ოთხშაბათს დილით, სავარაუდოდ, მყინვარის ჩამოშლას კლდის, ყინულის, ტალახისა და ნამსხვრევების უზარმაზარი ნაკადის მთის მდინარეთა სისტემებში მოხვედრა მოჰყვა, რამაც ღვარცოფი გამოიწვია.

ამ დრომდე თითქმის 1000 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე მომხდარი სტიქიის ზონაში საქართველოს მოქალაქეების ყოფნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში არ შესულა.

საზღვრის ორივე მხარეს დაკარგულია ასობით უცხოელი.

  • ნეპალის ოფიციალური პირების თავდაპირველი ინფორმაციით, რეგიონში მომხდარ მიწისძვრას შესაძლოა მყინვარის ქვედა ნაწილის ჩამოშლა გამოეწვია, რასაც შემდეგ წყალდიდობა მოჰყვა.
  • აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისძვრის მაგნიტუდა, რომელიც თავდაპირველად 4.4-ად შეფასდა, რეალურად მყინვარული ქანებისა და ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი სეისმური ენერგია იყო, რასაც ნამსხვრევებისა და ტალახის მასის გადაადგილება მოჰყვა.
  • ჩინეთის ხელისუფლებამ ასევე დააფიქსირა გირონგში მდებარე, ამჟამად კაშხლით შეკავებული ტბისგან მოსალოდნელი საფრთხე. ტბა მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ტიბეტ-ნეპალის სასაზღვრო პუნქტის ზემოთ, დინების მიმართულებით მდებარეობს და მისი შესაძლო გარღვევა სამაშველო ოპერაციებს მთიან რეგიონში მნიშვნელოვნად გაართულებს, იტყობინება CCTV.

ფორუმი

XS
SM
MD
LG