რა შემთხვევაში შეჩერდება საბანკო ოპერაციები?
„მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 2 სექტემბრის ბრძანების მიხედვით, ამისათვის საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე „ქმედება“:
- 60 წელს მიღწეული ადამიანი ახორციელებს საბარათე ოპერაციებს;
- თანხა აღემატება 500 ლარს;
- ან საინვესტიციო მიზნით;
- ან სათამაშო ბიზნესში;
- ან ვირტუალურ აქტივებთან;
- ან გამოიხატება „უჩვეულო ქცევა“.
რა ხდება ამის შემდეგ?
ბანკი ვალდებულია „პირველივე შესაძლებლობისთანავე დაუკავშირდეს მომხმარებელს“, დაეხმაროს „ინფორმაციის უკეთ გაანალიზებაში“ და მისგან მიიღოს „ცალსახა თანხმობა“ ამ ოპერაციაზე. თუკი, ეს არ მოხდება, ოპერაცია არ შესრულდება.
თუკი ამ 48 საათის განმავლობაში ბანკი არ დაუკავშირდა კლიენტს ან ის უარს იტყვის ტრანზაქციაზე, მას ეს არ ზღუდავს ხელახლა „დააინიციიროს ოპერაცია“.
როგორ ხსნის ეროვნული ბანკი ამ რეგულაციას?
ბრძანებაში, რომლის ერთი ნაწილიც 1 სექტემბრიდან ამოქმედდება, ცვლილებები 8 აპრილს შევიდა. ეროვნულმა ბანკმა მაშინ ამ რეგულაციის საჭიროება 60 წელს გადაცილებული მოქალაქეების „თაღლითური ქმედებისგან“ დაცვით ახსნა.
2027 წლის 1 მაისიდან იგივე მოთხოვნები გავრცელდება ინტერნეტბანკიდან ან მობაილბანკიდან გადარიცხვებზე.
ფორუმი