Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლში მიმდინარეობს ვლადიმირ პუტინის შეხვედრა სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან

ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) ჯარედ კუშნერსა (მარცხნივ) და სტივ უიტკოფს (მარცხნიდან მეორე) ხვდება კრემლში. მოსკოვი, 5 სექტემბერი, 2026.
ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) ჯარედ კუშნერსა (მარცხნივ) და სტივ უიტკოფს (მარცხნიდან მეორე) ხვდება კრემლში. მოსკოვი, 5 სექტემბერი, 2026.

კრემლში დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. შეხვედრას ასევე ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.

დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ უიტკოფს და კუშნერს მოსკოვსა და კიევში (სადაც ისინი 6 სექტემბერს გაემგზავრებიან) მიაქვთ ომის შეწყვეტის წინადადება. „ჩვენ გვაქვს იდეა, როგორ მივაღწიოთ მშვიდობას. ჩვენ ისინი იქ გავაგზავნეთ, რათა გავარკვიოთ, შესაძლებელია თუ არა რაიმეს მიღწევა, და სავსებით შესაძლებელია, რომ ყველაფერი გამოგვივიდეს“, - თქვა ტრამპმა, სხვა დეტალებზე საუბრის გარეშე.

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მიემგზავრებიან მოსკოვსა და კიევში თეთრი სახლის კიდევ ერთი მცდელობის ფარგლებში, დასრულდეს რუსეთის ომი მეზობელ ქვეყანასთან. მათ ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის ჯარებმა დარტყმა მიაყენეს უკრაინის სპეცსამსახურების შტაბ-ბინას კიევში. გარდა ამისა, იტყობინებიან პარასკევს ღამით ახალი შეტევების შესახებ როგორც რუსეთის არმიის, ისე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან.

გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ანკორიჯში შეხვედრის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინას შორის აშშ-ის შუამავლობით მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. ბოლო ასეთი შეხვედრა თებერვალში შედგა. აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ შეხვედრები აღარ გამართულა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG