ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტროს ცნობით, დეპორტირებულთაგან ოთხი ირლანდიაში სხვადასხვა დანაშაულისთვის იყო გასამართლებული.
ჩარტერული რეისი დუბლინიდან 20 სექტემბერს შესრულდა. თვითმფრინავის დაქირავება ირლანდიის ხელისუფლებას 225 575 ევრო დაუჯდა, დღგ-ის გარეშე.
Flightradar-ის მონაცემებით, რეისი თბილისში 20 სექტემბერს, 21:37 საათზე ჩამოფრინდა.
ირლანდიის იუსტიციის მინისტრმა ჯიმ ო’კალაჰანმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობს და „ირლანდიის საზოგადოებაში დადებითი წვლილი შეაქვს“.
ფორუმი