Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საიამ სტრასბურგის სასამართლოს მიმართა ოფისის კედლებზე წარწერების გაკეთების არაეფექტურად გამოძიების გამო

საიას ოფისი
საიას ოფისი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა ოფისის შენობაზე გაკეთებული წარწერების არაეფექტიანად გამოძიების გამო. 

ორგანიზაცია სამართლებრივი რეაგირების გარდა ითხოვდა, „ხუთჯერ მიმართა თბილისის მერიასაც, რათა მათ მომხდარ ფაქტებზე ჰქონოდათ სამართლებრივი რეაგირება, მოეშორებინა ეს წარწერები, ან მიეცათ ორგანიზაციისთვის ნებართვა, რომ თავად გაესუფთავებინა ფასადი“. საიას განმარტებით, მუნიციპალიტეტისგან წარწერების წაშლაზე უარი მიიღეს, „რადგანაც შენობა არის ძველი და მათ მიერ გამოყენებული აპარატურა უფრო დააზიანებდა კედლებს“.

„მაშინ, როდესაც საიას ოფისის დარბევასა და დევნაზე გამოძიება ორი წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა და საბოლოოდ ხანდაზმულობის ვადა გავიდა ოთხიდან სამ რელევანტურ მუხლზე, სახელმწიფო უპრეცედენტო სისწრაფითა და სიმკაცრით რეაგირებდა სამოქალაქო აქტივისტების მიერ მმართველი პარტიის პლაკატების დაზიანებაზე“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

2024 წლის მაისში, როცა საქართველოში „აგენტების კანონის“ მიღების დროს ხალხმრავალი პროტესტი იყო დედაქალაქის ქუჩებში, ხელისუფლებაში მყოფ „ქართულ ოცნებას“ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები ჰქონდა დაწყებული. ამ დროს გაჩნდა არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის, მათ შორის, საიას ოფისის ფასადზე გაჩნდა წარწერები: „აგენტები“, „აგენტურა“, „მოღალატე“, „მოღალატეები“, „ერის მტერი“.

„აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავს საიას თანამშრომლების, მხარდამჭერებისა და ბენეფიციარების დაშინებას, ორგანიზაციის მუშაობის პარალიზებასა და საზოგადოებრივი ნდობის შერყევას“, - ამბობენ საიაში.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG