25 სექტემბერს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევაკუაციის მიზეზად დაასახელა დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული გაფრთხილების სისტემიდან სასიგნალო შეტყობინების მიღება.
- ეს სისტემა ცვლილებას აფიქსირებს მდინარის კალაპოტში დინების მინიმალური მატების შემთხვევაში.
„დარიალიდან“ ევაკუირებული არიან როგორც მგზავრები, ისე საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და კერძო კომპანიის თანამშრომლები.
პრევენციის მიზნით, სოფელ გველეთთან ორივე მიმართულებით შეზღუდეს ყველა სახის ავტოტრანსპორტის მიმოსვლა.
საზღვრის დროებით ჩაკეტვაზე ინფორმაცია გაავრცელეს რუსულმა ოფიციალურმა სტრუქტურებმაც.
დარიალის ხეობაში საფრთხის გამო ევაკუაცია პერიოდულად ხორციელდება. დევდორაკში ღვარცოფული პროცესები 2024 და 2025 წლებშიც დაფიქსირდა.
ყველაზე მასშტაბური სტიქია კი 2014 წლის 17 მაისს მოხდა, როდესაც მყინვარულმა ღვარცოფმა შვიდი ადამიანი იმსხვერპლა.
ფორუმი