ორივე მათგანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა გარდაბნისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში დააკავეს.
„აღნიშნული პირები გაერთიანდნენ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“, ორგანიზაციის ლიდერის წინაშე დადეს ერთგულების ფიცი (ე.წ. ბაიათი) და მის მიმართ გამოხატეს უპირობო მორჩილება“, - აცხადებენ სუსში და დასძენენ, რომ მათი პირადი და საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს „ბაიათის“ ხელნაწერი ტექსტი, ბეჭედი ისლამური წარწერით, სხვადასხვა სახის ვაზნები, ხელყუმბარა, კაფსულ/დეტონატორი და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები“.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებასა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების მუხლით.
სუსში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
ფორუმი