Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ღამის იერიშებს უკრაინაში ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 34 დაშავდა

უკრაინა, დონეცკის რეგიონი, სექტემბერი, 2026 წელი
უკრაინა, დონეცკის რეგიონი, სექტემბერი, 2026 წელი

27 სექტემბრის ღამით რუსეთის მიერ უკრაინის სუმისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე განხორციელებულ იერიშებს სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 34 კი დაშავდა.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, სუმის ოლქში რუსეთის თავდასხმებს სამი ადამიანი ემსხვერპლა და 30 დაშავდა.

დაშავებულებს შორის არიან 11 თვის და 8 წლის გოგონები და ორი მოზარდი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, სასწავლო და ადმინისტრაციული დაწესებულებები.

რუსეთის ძალებმა ღამით იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის დასახლება კომიშუვახაზეც. ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილ სემიკინის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა, ოთხი ადამიანი - დაშავდა.

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეჭრას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა და მის მიზნებად უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“ დაასახელა.

ომს წინ უძღოდა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან ათიათასობით სამხედრო მოსამსახურის თავმოყრა, ხოლო 21 თებერვალს პუტინმა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ტერიტორიების „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

2022 წლის 24 თებერვლის გამთენიისას რუსეთის სარაკეტო და საჰაერო დარტყმები დაიწყო უკრაინის სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის კიევში, რასაც რამდენიმე მიმართულებიდან სახმელეთო შეჭრა მოჰყვა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG