დაშავებულები ბათუმის კლინიკებში გადაიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეითად მოსიარულეებს მიკროავტობუსი შეეჯახათ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ავტომობილის მძღოლი გადაყვანილია პოლიციის შენობაში, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
ბოლო სამ წელში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ავტოავარიებში დაღუპული არასრულწლოვნების რიცხვი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს ავტოავარიებს 9 ბავშვი ემსხვერპლა. 2025 წელს - 27. 2026 წლის პირველ ექვს თვეში, ავტოავარიისას დაიღუპა 11 ბავშვი.
2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით, პროკურატურის სისხლის სამართლის დანაშაულის ერთიანი ანგარიშის თანახმად, სატრანსპორტო დანაშაულში, ანუ ავტოავარიებში, დაზარალებულად იქნა ცნობილი 186 მოზარდი.
ფორუმი