„ინციდენტი დაიწყო კვების ერთ-ერთ ობიექტთან და გადაინაცვლა უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე“, - წერია უნივერსიტეტის განცხადებაში.
ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ დანაშაული უნივერსიტეტის მიმდებარედ, ირინა ენუქიძის ქუჩაზე უნდა მომხდარიყო:
„უნივერსიტეტის სამედიცინო პერსონალისა და დაცვის თანამშრომლის სწრაფი მოქმედებით, დაშავებულს აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება. შემდეგ კი, სასწრაფოს ეკიპაჟმა მალევე გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში“.
უნივერსიტეტსა და მიმდებარე ქუჩებზე სათვალთვალო-სამეთვალყურეო კამერებია - ჩანაწერები „სამართალდამცავი ორგანოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განახლება: 29 სექტემბერს დილით შსს-მ განაცხადა, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ბრალდებული თბილისში დააკავეს. მან, გამოძიების თანახმად, „გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა ერთ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".
ფორუმი