2026 წლის პირველ კვარტალში - იანვარში, თებერვალსა და მარტში - ევროკავშირიდან გამოაძევეს საქართველოს 2 060 მოქალაქე. ეს მონაცემები 30 ივნისს გამოქვეყნდა.
2026 წლის 30 სექტემბერს კი ევროსტატმა გამოაქვეყნა 2026 წლის მეორე კვარტლის - აპრილის, მაისისა და ივნისის - სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ამ სამ თვეში საქართველოში კიდევ 2 140 ადამიანი გამოაძევეს ევროკავშირიდან.
შესაბამისად, ექვს თვეში გამოძევებულ ქართველთა რაოდენობამ 4200 შეადგინა.
- წინა, 2025 წელს, სრულ კალენდარულ წელიწადში, ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოში 10 475 მოქალაქე გამოაძევეს.
- საქართველო, თურქეთის (13 405) შემდეგ მეორე ადგილზე იყო გაძევებულთა რაოდენობით - 10 475 მოქალაქით.
30 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად:
- მეორე კვარტალში უმეტესობა იმ ადამიანებს შორის, „ვის მიმართაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გაძევების შესახებ“, არის ალჟირის (10 390), მაროკოსა (6 200) და სირიის (5 180) მოქალაქეები.
- ხოლო „მესამე ქვეყნებში [უკვე] დაბრუნებულთა შორის“ უმეტესობა თურქეთის, (3 765),სირიისა (2 770) და საქართველოს (2 140) მოქალაქეებია.
შენიშვნა: ამბის თავდაპირველ ვერსიაში არასწორად იყო მითითებული 2025-26 წლებში გაძევებულ ქართველთა რაოდენობა. დაზუსტების მიზნით ინფორმაცია განახლებულია.
ფორუმი