Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა დრონმა კიევში ჩრდილოეთის ხიდს შეუტია - მოძრაობა გადაკეტილია

კიევში რუსულმა რეაქტიულმა დრონმა ჩრდილოეთის ხიდს დაარტყა
კიევში რუსულმა რეაქტიულმა დრონმა ჩრდილოეთის ხიდს დაარტყა

კიევში რუსულმა რეაქტიულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარტყა ჩრდილოეთის ხიდს, რომელიც ერთმანეთთან აერთებს მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს.

ინფორმაციას ავრცელებენ ადგილობრივი ტელეგრამარხები და კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

„ჩრდილოეთის ხიდზე დაზიანებულია სავალი ნაწილი და ტროლეიბუსის საკონტაქტო ქსელი. მოძრაობა ხიდზე მარცხენა სანაპიროდან მარჯვენის მიმართულებით დროებით გადაკეტილია“, - განაცხადა მან.

ცოტა ხნით ადრე, 1-ელ და 2 ოქტომბერს რუსეთი მიზანმიმართულად უტევდა კიევში მდებარე სამხრეთის ხიდსაც. მათი უპილოტო აპარატები ხიდს, სულ მცირე, ხუთჯერ მოხვდა.

1-ელ ოქტომბერს, ერთ-ერთი შეტევის დროს, დრონი ხიდის საყრდენთან აფეთქდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც იქ მეტროს მატარებელი მოძრაობდა.

ამ დარტყმების შემდეგ სამხრეთის ხიდზე მოძრაობა სრულად შეწყდა - როგორც ავტომობილებისთვის, ისე მეტროპოლიტენისთვის.

უკვე 2 ოქტომბერს კი, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ მდინარე დნეპრის ხიდებზე გადაადგილების ახალი წესები დააწესა. ჩრდილოეთის ხიდზე საჰაერო განგაშის დროს მნიშვნელოვნად შეიზღუდა მოძრაობა მარჯვენა სანაპიროდან მარცხენის მიმართულებით.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG