Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის იერიშის შედეგად ბელგოროდში ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა

თავშესაფარი ბელგოროდში. 24 სექტემბერი, 2026.
თავშესაფარი ბელგოროდში. 24 სექტემბერი, 2026.

წუხელ უკრაინის არმიამ დრონებით მიიტანა იერიში ბელგოროდზე. დაიღუპა ქალი, კიდევ რამდენიმე ადამიანმა კი ჭრილობები მიიღო, განაცხადა ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ შუვაევმა. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა გრაივორონში.

ხელისუფლების მონაცემებით, საერთო ჯამში ბოლო 24 საათის განმავლობაში ბელგოროდში, გრაივორონისა და შებეკინოს ოლქებში ჭრილობები მიიღო 12-მა ადამიანმა, მათ შორის ოთხმა ბავშვმა. როგორც ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, ბელგოროდში დაზიანდა შვიდი მრავალბინიანი და 30 კერძო სახლი, ასევე დაიწვა ექვსი ავტომობილი.

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა ეგორ კოვალჩუკმა განაცხადა, რომ დრონების შეტევების შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა.

უკრაინულმა მონიტორინგის არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს მაიკოპის (ადიღე) სამხედრო აეროდრომზე, ასევეა სხვა ადგილებზე რუსეთში, საიდანაც უკრაინის მიმართულებით დრონების გაშვება ხორციელდება. ადიღეს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რეგიონის თავზე 28 უკრაინული დრონი განადგურდა, მსხვერპლი და დაშავებულები არ არიან, დაზიანდა რამდენიმე კერძო სახლი. სამხედრო აეროდრომისთვის მიყენებული ზარალის შესახებ ხელისუფლება არაფერს იუწყება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ღამის განმავლობაში ჩამოგდებულია 559 დრონი. დამოუკიდებელი მონაცემები არ მოიპოვება.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG