მათ შორის იყვნენ კულტურისა და მეცნიერების დარგის წარმომადგენლები.
სიგელები მათ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ გადასცა თბილისობის საზეიმო ღონისძიებაზე.
საპატიო თბილისელები გახდნენ:
- ივანე (ივა) კუზანოვი - პლასტიკური ქირურგი, საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების დამფუძნებელი;
- ვლადიმერ (ლადო) პაპავა - თსუ-ს ყოფილი რექტორი (2013-16 წწ), მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;
- ნინო სალუქვაძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი. ამჟამად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს;
- გრიგოლ (გია) მურღულია - პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
- კირა ანდრონიკაშვილი - ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე;
- ლერი ხაბელოვი - სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი, ყოფილი პარლამენტარი „ქართული ოცნებიდან“;
- ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, მთარგმნელი, დიპლომატი;
- ბესარიონ დოჭვირი - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტსა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში;
- რამაზ ხეცურიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის აკადემიკოს-მდივანი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი;
- დავით გორდელაძე - ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი;
- მიხეილ კილოსანიძე - ხმის რეჟისორი.
- ავთანდილ დემეტრაშვილი - იურისტი, პროფესორი, საქართველოს კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი;
- იური ოსიპოვი - მოფარიკავე. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი;
- რევაზ კლდიაშვილი - ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
- მამუკა მიქელაძე - მხატვარი, მონუმენტალისტი;
- ირმა გურიელი - ჟურნალისტი, მსახიობი. სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ ყოფილი სოლისტი;
- იანო ალიბეგაშვილი - მომღერალი, ოპერის სოლისტი;
- გიორგი ქორქაძე - მუსიკოსი. 1979 წლიდან დღემდე არის ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი;
- დავით მეტრეველი - ექიმი, ენდოკრინოლოგი, საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის დირექტორი;
- მურმან გელენიძე - მხატვარი. წლების განმავლობაში მუშაობდა ქართული შრიფტების შექმნასა და სრულყოფაზე;
- ლევან ჯაფარიძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
- ტარიელ ონაშვილი - მომღერალი, სსიპ „საქართველოს ხალხური სიმღერისა“ და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ პირველი თაობის წევრი;
- გივი შუღაროვი - ინჟინერი, პოლიტიკოსი. იყო მეოთხე და მეხუთე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი („მოქალაქეთა კავშირიდან“);
- ნუგზარ მეძმარიაშვილი - მხატვარი, მონუმენტალისტი;
- თენგიზ ასათიანი - ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი;
- ედიშერ მაჩაიძე - სპორტული მსაჯი, პროფესორი. არის ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) სამეცნიერო საბჭოსა და UWW-ის ევროპის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი;
- ელგუჯა ადამია - ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი;
- რევაზ ჯავახიშვილი - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი;
- გიორგი ალიბეგაშვილი - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე; 2017 წლიდან - საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
- ზურაბ გოშაძე - პოეტი, ფილოლოგი. ტექსტის ავტორი სიმღერისა „გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო“;
- რამაზ ხუროძე - ინჟინერი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი;
- ჯემალ ძაგანია - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სპორტის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი.
ფორუმი