მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გამშვებ პუნქტთან „პალანკა“ ჩამოვარდა ჭურვი, რომელმაც მიწაზე დარტყმის შემდეგ რიკოშეტი განიცადა და მოხვდა სასაზღვრო ბარიერთან მდგომ ავტობუსს.
მსუბუქად დაშავდა ერთი მესაზღვრე. სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მუშაობა დროებით შეწყდა.
უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევების დროს დრონები და რაკეტები ხშირად არღვევენ მოლდოვის საჰაერო სივრცესაც.
ფორუმი