Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლა-მანშის სრუტეში, ბრიტანეთისკენ მიმავალ მიგრანტებით სავსე ნავში ორი კაცი მოკვდა

მაშველები ბულონ-სურ-მერის ნავსადგურში. საილუსტრაციო ფოტო. სექტემბერი, 2024 წელი
მაშველები ბულონ-სურ-მერის ნავსადგურში. საილუსტრაციო ფოტო. სექტემბერი, 2024 წელი

საფრანგეთის ჩრდილოეთით, ბულონ-სურ-მერის ნაპირთან, ლა-მანშის სრუტეში პრობლემა გაჩნდა ნავზე, რომელსაც დაახლოებით 90 მიგრანტი გადაჰყავდა. სანაპირო დაცვა ნავს დაეხმარა.

ოპერაციის დროს ორი კაცი გარდაიცვალა, - იტყობინება Reuters-ი საფრანგეთის ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით.

ორივეს გულისა და სასუნთქი გზების შეტევა ჰქონდა, როცა სანაპირო დაცვამ ნავის სამაშველო ოპერაცია დაიწყო; მოგვიანებით კი მაშველებმა ისინი გარდაცვლილად გამოაცხადეს, ნათქვამია ლა-მანშისა და ჩრდილოეთის ზღვის პრეფექტის ოფისის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ამავე ინციდენტის დროს ორი ქალი სხეულის დიდი ნაწილის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბულონ-სურ-მერის პროკურატურამ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო. გაზეთ „La Voix du Nord“-ის ცნობით, ორივე ქალის დამწვრობა მიუთითებს იმაზე, რომ საწვავი ზღვის წყალს შეერია.

გასულ კვირას ლა-მანშის სრუტის გადაკვეთის მცდელობისას უკვე დაიღუპა სამი ადამიანი.

ბოლო ინციდენტის გათვალისწინებით, წლის დასაწყისიდან დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა, როგორც ეს საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მიერ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG