Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის კუთვნილ გემზე რუსეთის თავდასხმა მოხდა, დაღუპულია ორი პირი

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში თურქეთის კუთვნილ სამოქალაქო გემზე რუსული დრონით თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დაშავდა.

„საზარელი დარტყმა ორი რუსული დრონით ნეიტრალურ წყლებში მყოფ თურქულ სამოქალაქო გემზე, რომელსაც
სიმინდი გადაჰქონდა. ბორტზე აზერბაიჯანისა და ინდოეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ“, - დაწერა მან X-ზე.

ზელენსკიმ ეს განაცხადა მას შემდეგ, რაც რუმინეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ნაპირებთან გემს ცეცხლი გაუჩნდა და ჩაიძირა, რასაც ეკიპაჟის ორი წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რუმინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა, ხოლო 11 გადაარჩინეს მას შემდეგ, რაც 139 მეტრის სიგრძის გემს, სახელწოდებით Royad Mammadov-ი, ცეცხლი გაუჩნდა შავ ზღვაში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დრონების შეტევების მზარდ ასპარეზად იქცა.

შინაგანი საქმეთა სამინისტროს ცნობით, გემი ჩაიძირა მეთევზეთა ნავსადგურის, სფენტუ-გეორგეს სამხრეთით, დაახლოებით 30 საზღვაო მილის დაშორებით.

„დაახლოებით 11:00 საათზე, სანაპირო დაცვის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს აცნობეს, რომ ხანძარი გაჩნდა სავაჭრო გემზე, რომელიც რუმინეთის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდა“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

„ეკიპაჟის თერთმეტი წევრი გადარჩენილია. ასევე იდენტიფიცირებულია ორი დაღუპული პირი“, - იტყობინება სამინისტრო.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG