Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი უარყოფს ინფორმაციას გერმანიის ჯაშუშურ სკანდალთან კავშირის შესახებ

გერმანიის სადაზვერვო სამსახურის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი ბუნდესტაგის კომიტეტის სხდომაზე. 30 ნოემბერი, 2006 წელი. მას ახლა ბრალად ედება საიდუმლო დოკუმენტების ყიდვა და მათი გამოყენება უცხოური სადაზვერვო სამსახურისთვის მომზადებულ ანალიზში.
გერმანიის სადაზვერვო სამსახურის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი ბუნდესტაგის კომიტეტის სხდომაზე. 30 ნოემბერი, 2006 წელი. მას ახლა ბრალად ედება საიდუმლო დოკუმენტების ყიდვა და მათი გამოყენება უცხოური სადაზვერვო სამსახურისთვის მომზადებულ ანალიზში.

აზერბაიჯანმა 7 ოქტომბერს უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს გერმანიის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი აუგუსტ ჰანინგი - რომელსაც ბრალად ედება საიდუმლო დოკუმენტების ყიდვა და მათი გამოყენება უცხოური სადაზვერვო სამსახურისთვის მომზადებულ ანალიზში - აზერბაიჯანის აგენტთან იმყოფებოდა კონტაქტში.

Reuters-ის ცნობით, ქვეყნის მედიისა და მაუწყებლობის საბჭომ განცხადებაში აღნიშნა, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანი იყო დაკავშირებული ამ საქმესთან (რომლებიც პირველად Der Spiegel-მა გაავრცელა), უსაფუძვლო იყო.

„ამ დეზინფორმაციული ოპერაციის უკან მდგომი ძალების ბოროტი ზრახვაა აზერბაიჯანსა და გერმანიას შორის ურთიერთობების დაზიანება“, — განაცხადა საბჭომ.

ჰანინგი, BND-ს (გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური) საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, 6 ოქტომბერს დააკავეს სახელმწიფო ღალატის მცდელობასა და ჯაშუშობაში ეჭვმიტანილის სტატუსით, ცივი ომის შემდეგ გერმანიის უშიშროების სფეროში ერთ-ერთ უდიდეს სკანდალში.

პროკურატურის თანახმად, გერმანიის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ 7 ოქტომბერს გასცა ოფიციალური დაპატიმრების ორდერი ჰანინგის მიმართ.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ მან თანხა გადაიხადა BND-ს ოფისის მენეჯერისგან საიდუმლო დოკუმენტების მისაღებად და ისინი გამოიყენა უცხოური სადაზვერვო სამსახურის (რომელიც არ არის დასახელებული) ოფიცრისთვის ანალიზის მოსამზადებლად.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ უარი თქვა Spiegel-ის ცნობაზე კომენტარის გაკეთებაზე. ჰანინგს Reuters-ის კომენტარის შესახებ თხოვნაზე პასუხი არ გაუცია.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG