Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის პრეზიდენტმა და მისმა რუსმა კოლეგამ ტელეფონით ისაუბრეს შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ჩინეთში, ტიენძინში. 1 სექტემბერი, 2025 წელი.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ჩინეთში, ტიენძინში. 1 სექტემბერი, 2025 წელი.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიფ ერდოანმა, ოთხშაბათს თავის რუს კოლეგასთან, ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ შავ ზღვაში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად გაწეული ძალისხმევა მნიშვნელოვანია.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ასევე წერია, რომ ერდოანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას.

ნატოს წევრი თურქეთი, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ორივე მხარესთან — მოსკოვთანაც და კიევთანაც — კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებს, არაერთხელ მოუწოდებდა ორივე მხარეს, შეეწყვიტათ თავდასხმები შავ ზღვაში. ანკარაში აცხადებენ, რომ ელოდებიან პასუხებს რუსეთისა და უკრაინისთვის გადაცემულ წინადადებაზე, რომელიც მიზნად ისახავს თავდასხმების შეწყვეტასა და რეგიონიდან მარცვლეულის უსაფრთხო გადაზიდვის უზრუნველყოფას.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG