Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ ავტორს, ენ კარსონს

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია წელს მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს - "მისი გაბედული და ორიგინალური შემოქმედებისთვის, რომელმაც კლასიკურ ტრადიციასთან ლაღი კავშირით შექმნა ახალი ფორმები თანამედროვე ლიტერატურისთვის".

76 წლის კარსონს მკითხველი იცნობს ტექსტებით, რომლებიც ხშირად არღვევს საზღვრებს პოეზიას, მხატვრულ პროზასა და აკადემიურ კვლევებს შორის.

ენ კარსონი 1950 წელს დაიბადა ტორონტოში. 1981 წელს მან გამოაქვეყნა თავისი სადოქტორო დისერტაცია სათაურით Odi et Amo Ergo Sum და მას შემდეგ, მთელი ლიტერატურული კარიერის განმავლობაში, ერთმანეთს უხამებს პოეზიის წერას, თარგმანს და სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლებას. შვედეთის აკადემია აღნიშნავს, რომ კარსონის ლიტერატურა კონცენტრირებულია გადაკვეთაზე "ფილოლოგის სიტყვებით შეპყრობილობასა და პოეტის სურვილს შორის, შექმნას ახალი მნიშვნელობები".

კარსონს თარგმნილი აქვს ძველი ბერძნული ლიტერატურა, იგი 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში კლასიკური ფილოლოგიის პროფესორად მუშაობს. მის გახმაურებულ პუბლიკაციებს შორისაა წიგნები "წითლის ავტობიოგრაფია: რომანი ლექსად", "ტკბილ-მწარე ეროსი" და "არასწორი ნორმა".

ნობელის პრემია ყველაზე პრესტიჟული პრიზია გლობალური ლიტერატურის სამყაროში. გამარჯვებული მწერალი იღებს 12 მილიონ შვედურ კრონს (1,3 მილიონ ამერიკულ დოლარს).

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG