Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა გაეროს ყოფილ კომისარს ნავი პილაის

ნავი პილაი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი იყო 2008-2014 წლებში.
ნავი პილაი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი იყო 2008-2014 წლებში.

2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა ნავანეთემ(ნავი) პილაი - გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილი უმაღლესი კომისარი.

მშვიდობის პრემიის წლევანდელი ლაურეატი 9 ოქტომბერს გამოცხადდა ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში.

ნობელის კომიტეტმა ნავი პილაის მშვიდობის პრემია მიანიჭა მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის განმტკიცებისკენ მიმართული ძალისხმევისთვის. კომიტეტმა ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან როლსაც, რომელიც ნავი პილაიმ შეასრულა ომის დანაშაულთან, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთან და გენოციდთან ბრძოლაში.

  • ნავი პილაი 1941 წლის 23 სექტემბერს დაიბადა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
  • პირველი არათეთრკანიანი ქალია, რომელიც 1995 წელს გახდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე
  • ნავი პილაი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი იყო 2008-2014 წლებში. იყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეც. ხელმძღვანელობდა რუანდაში გენოციდის გამო შექმნილ საერთაშორისო ტრიბუნალს.

ნობელის მშვიდობის პრემიაზე წელს წარდგენილი იყო 280-ზე მეტი ადამიანი და 79 ორგანიზაცია. პრემიაზე პრეტენზია ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.



ფორუმი

​
XS
SM
MD
LG