Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ იპოვეს დრონის ნამსხვრევები

ენგურის ხიდი (ფოტო არქივიდან)
ენგურის ხიდი (ფოტო არქივიდან)

რუსეთის მიერ ოკუპრებულ აფხაზეთში დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის უწყების ცნობით, „ქალაქ სოჭზე დრონებით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, საჰაერო თავდაცვის ძალებმა სამიზნეები ჩამოაგდო და გაანადგურა“.

არსებული ინფორმაციით, ჩამოგდებული დრონებიდან ერთ-ერთი მდინარე ფსოუს გასწვრივ მდებარე ზონაში, გაგრის რაიონში ჩამოვარდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში, საბრძოლო დანიშნულების დრონები ან მისი ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

მიმდინარე წლის მარტში 30 ასეთი დრონის აღმოჩენაზე გავრცელდა ინფორმაცია.



ფორუმი

​
XS
SM
MD
LG