Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ომში დაიღუპა ლაშა ბროლაძე

ლაშა ბროლაძე
ლაშა ბროლაძე

უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ ომში, დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი, ლაშა ბროლაძე. ინფორმაციას ავრცელებს მისი თანამებრძოლი გიორგი ფარცვანია.

„სამწუხაროდ დაიღუპა ჩვენი თანამებრძოლი ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და თანამებრძოლებს. გამომშვიდობება ხვალ, 12 ოქტომბერს“, - წერს ფარცვანია „ფეისბუკში“.

ლაშა ბროლაძე წარმოშობით გურიიდანაა. მან განათლება სოფელ მერიის სკოლაში მიიღო.

„უკრაინაში დაიღუპა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ლაშა ბროლაძე. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანამებრძოლებს, სოფელს, სკოლას. უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული“, - დაწერა ამ სკოლის დირექტორმა, ავთანდილ კეჭაყმაძემ „ფეისბუუკში“.

რადიო თავისუფლების მიერ ოთხ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, იგი ერთ-ერთია იმ 90-მდე ქართველთა შორის, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს ემსხვერპლნენ.

  • რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის პირველივე დღეებიდან უკრაინაში იბრძვის რამდენიმე ასეული ქართველი მოხალისე.
  • მოხალისეთა პირველი ნაკადი საქართველოდან უკრაინაში 2022 წლის მარტის დასაწყისში წავიდა.
  • ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ ფრონტის წინა ხაზზე.
  • ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ პირველი ცნობა 2022 წლის 18 მარტს გავრცელდა.
  • უკრაინაში დაღუპული 90-მდე ქართველიდან 10-ზე მეტის ცხედარი კვლავაც რჩება უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG