Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიბერშეტევა საფრანგეთის სუპერმარკეტებზე - მილიონობით ევროს პროდუქტი გადასაყრელია

კიბერშეტევის შემდეგ დახურული პროდუქტების განყოფილება საფრანგეთის ქალაქ ნანტთან მდებარე სუპერმარკეტში. 2026 წლის 12 ოქტომბერი
კიბერშეტევის შემდეგ დახურული პროდუქტების განყოფილება საფრანგეთის ქალაქ ნანტთან მდებარე სუპერმარკეტში. 2026 წლის 12 ოქტომბერი

საფრანგეთში მასშტაბური კიბერშეტევა იყო სუპერმარკეტებზე. 12 ოქტომბერს ღამით ჰაკერებმა კონტროლი მოიპოვეს პროგრამაზე, რომელიც სამაცივრე დანადგარების ტემპერატურას არეგულირებს და ტემპერატურა გაზარდეს, ზოგიერთ შემთხვევაში +50 გრადუსამდეც კი.

კიბერშეტევა შეეხო სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელების, Coopérative U-ს, Intermarché-ის, Netto-ს, Carrefour-ის და Monoprix-ის მაღაზიებს. მილიონობით ევროს პროდუქტი გაფუჭებული და გადასაყრელია.

სავაჭრო ქსელების მონაცემების მიხედვით, დაზარალებულია 400-მდე სუპერმარკეტი საფრანგეთში არსებული დაახლოებით 15 000-დან.

ფრანგული ტელეკომპანიის, BFMTV-ს ცნობით, ელზასში მხოლოდ ორი სუპერმარკეტის ზარალი 270 ათასი ევროა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით ზარალი მილიონობით ევროა.

ჰაკერების სამიზნე

ჰაკერების სამიზნე იყო დანიური კომპანია Danfoss-ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც სავაჭრო ქსელები იყენებენ სამაცივრე დანადგარების დისტანციური მართვისთვის.

Danfoss-მა განაცხადა, რომ კიბერშეტევამ დააზიანა დანადგარების მოძველებული მოდელები, რომელთა უსაფრთხოების პროგრამული უზრუნველყოფა შეუძლებელი იყო. კომპანიის თანახმად, საწარმოებს დიდი ხანია ურჩევს სისტემების განახლებას.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ გამოძიება დაავალა კიბერუსაფრთხოების ეროვნულ სააგენტოს. ცალკე გამოძიება დაიწყო საფრანგეთის პროკურატურამ.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG