საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წინა დღეს განაცხადა, რომ საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალები კუნძულ რეიუნიონის მიმდებარე წყლებში ჩატარებული ოპერაციის დროს ავიდნენ ტანკერ DF Peak-ზე, რომელიც ნავთობის უკანონო კონტრაბანდაშია ეჭვმიტანილი.
მაკრონმა პირობა დადო, რომ შეურიგებელ ბრძოლას გააგრძელებს „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ. ასე უწოდეს რუსეთის დავალებით მოძრავი გემების ფარულ ქსელს, რომლის მეშვეობითაც იგი უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს უვლის გვერდს.
პარიზში რუსეთის საელჩომ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ფრანგული სამხედრო-საზღვაო ძალების ქმედებები საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.
ამ ნაბიჯს საელჩომ „ღია მეკობრეობა და ბანდიტიზმი“ უწოდა.
ტანკერი DF Peak-ი ბენინის დროშით ცურავს და იმ 700 გემს შორისაა, რომლებსაც ევროკავშირის სანქციები აქვთ დაწესებული. 2024 წლამდე მას „კალინინგრადი“ ერქვა.
რამდენიმე ევროპულმა კომპანიამ უკვე დააკავა რუსეთის ნავთობის გადამზიდავი გემები, რომლებიც ევროპის კავშირის სანქციებს არღვევენ. სანქციები მიზნად ისახავს მოსკოვისთვის შემოსავლების ამ სასიცოცხლო წყაროსთვის დარტყმის მიყენებას.
რუსეთმა დაგმო და „მეკობრეობა“ უწოდა საფრანგეთის ძალების მიერ ინდოეთის ოკეანეში გემის დაკავებას
რუსეთმა 13 ოქტომბერს დაგმო საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ ინდოეთის ოკეანეში ერთი დღით ადრე გემის დაკავება და მას „მეკობრეობა“ უწოდა.
ფორუმი