ბალაკოვოს სამრეწველო ზონაში მდებარე ამ ცენტრზე შეტევის შესახებ 14 ოქტომბერს გამთენიისას დაწერეს მონიტორინგის უკრაინულმა არხებმა. ინფორმაცია დაადასტურა რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მაც.
14 ოქტომბერს დილით რუსეთის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა „სბერბანკის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრ ვედიახინის მოკლე კომენტარი, რომ მონაცემთა დამუშავების ცენტრზე შეტევის ფაქტს ადასტურებენ. ვედიახინის თანახმად, ბანკის „ყველა სისტემა და ყველა სერვისი საშტატოდ მუშაობს“.
უკრაინას „სბერბანკის“ ცენტრზე შეტევის შესახებ ოფიციალურად ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
- „სბერბანკი“(დარეგისტრირებული სავაჭრო მარკა „სბერ“) რუსეთის უმსხვილესი უნივერსალური ბანკია, რომელსაც მთავრობა აკონტროლებს.
მონაცემთა დაცვის, ე.წ. დატა-ცენტრები უკრაინაში რუსეთის ერთ-ერთი ხშირი სამიზნეა.
ბოლო ხანს უკრაინის თავდაცვის ძალებმაც გააქტიურეს შეტევა რუსეთის ანალოგიურ ცენტრებზე და სხვადასხვა რეგიონში არაერთხელ დაარტყეს ტექნოლოგიური კომპანია „იანდექსის“ ცენტრებს.
ფორუმი