პაკისტანის ქალაქ პეშავარში მდებარე კერძო სკოლის (Al Khair School) ორსართულიანი შენობის სახურავის ჩამონგრევას, ამჟამად დადასტურებული ინფორმაციით, 32 ბავშვისა და ერთი მასწავლებლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედია 50-მეტი დაშავებულისა და ნანგრევებში მოყოლილების შესახებ წერს.
როგორც CNN-ს განუცხადა ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა, სკოლის ორსართულიანი შენობის სახურავი ღამით მოსული ძლიერი წვიმის გამო დაზიანდა, რასაც ჩამონგრევა მოჰყვა.
მისი თქმით, მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილების გამოყვანას ცდილობენ.
დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
"საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არანაირი კომპრომისი არ უნდა იყოს“, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა და საგამოძიებო ორგანოებს „მომხდარის გამჭვირვალე გამოძიებისკენ" მოუწოდა.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მფლობელი დაკავებულია.
ფორუმი