მან დასძინა, რომ 9 ნოემბერს პარიზში კონფერენცია გაიმართება, რომლის მიზანიც დონორების მოწვევა და დამატებითი ფონდების მობილიზებაა, რადგან ელექტროსადგურის სრული რეკონსტრუქციისთვის სავარაუდოდ 500 მილიონი ევრო (560.90 მილიონი აშშ დოლარი) იქნება საჭირო.
როლან ლესკურმა ასევე აღნიშნა, რომ G7-მა სასუქებისთვის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის პირობაც დადო.
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: G7-მა უკრაინისთვის 260 მილიონი ევრო გამოყო
საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, როლან ლესკურმა, ხუთშაბათს ბანგკოკში განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნებმა უკრაინისთვის გამოყვეს 260 მილიონი ევრო (291.67 მილიონი აშშ დოლარი), რომელიც ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აღდგენას მოხმარდება, იტყობინება Reuters-ის სააგენტო.
ფორუმი