16 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა სამი ბავშვი და ერთი მასწავლებელი. დაჭრილია ერთი ბავშვი და ერთი პედაგოგი. ტრაგედია 15 ოქტომბერს მოხდა.
თავდამსხმელი ლიკვიდირებულია ადგილობრივი მცხოვრების, შემთხვევით გამვლელი მამაკაცის მიერ, რომელსაც თან იარაღი ჰქონდა. მან, პოლიციის ინფორმაციით, დაინახა, რომ სკოლაში სროლით შეიჭრა შეიარაღებული მოზარდი, სანამ ადგილზე პოლიცია მივიდოდა დაედევნა, თავისი იარაღიდან ესროლა და მოკლა.
ბენდის პოლიციის ცნობით, სკოლაში მოკლული ბავშვები 5, 8 და 11 წლის იყვნენ. სამართალდამცავებს ჯერჯერობით არ დაუსახელებიათ თავდამსხმელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი.
ორეგონის შტატის გუბერნატორმა ტინა კოტეკმა მადლობა გადაუხადა შემთხვევით გამვლელს, რომელმაც სკოლაში მყოფი სხვა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა და მას გმირი უწოდა.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, 2026 წლის დასაწყისიდან აშშ-ის სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით უკვე 36 ინციდენტი მოხდა.
ფორუმი