Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონებით დაარტყეს საწარმოს რუსეთის სურგუტის რაიონში

დრონებით დაარტყეს საწარმოს რუსეთის სურგუტის რაიონში. 2026 წლის 16 ოქტომბერი
დრონებით დაარტყეს საწარმოს რუსეთის სურგუტის რაიონში. 2026 წლის 16 ოქტომბერი

უკრაინამ დრონებით დაარტყა საწარმოს რუსეთის ხანტი-მანსის ავტონომიურ ოლქში, სურგუტის რაიონში. ამ ცნობას სოციალური ქსელებით ავრცელებს ოლქის გუბერნატორი, რუსლან კუხარუკი.

მისი თქმით, "უპილოტო აპარატების მხრიდან სურგუტის რაიონის საწარმო ობიექტზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა", "სპეციალისტები აფასებენ ზარალის მასშტაბსა და ხასიათს". დაშავებულებზე ცნობები არ გავრცელებულა, გუბერნატორი არ აკონკრეტებს, რომელ საწარმოზეა ლაპარაკი.

უკრაინის სადამკვირვებლო არხი Supernova+ აქვეყნებს ხანძრის ამსახველ ვიდეოჩანაწერს და წერს, რომ საქმე ეხება ჩერნომირდინის სახელობის კონდენსირების სტაბილიზაციის ქარხანას. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ეს რუსეთში უმსხვილესი საწარმოა ნავთობისა და გაზის კონდენსირებული ნაზავის გადამუშავების სფეროში. ის ეკუთვნის კომპანია "გაზპრომ პერერაბოტკას". ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ "ქარხანა წარმოადგენს გარანტიას რუსეთის გაზის მიწოდების ერთიანი სისტემის უწყვეტი მუშაობისა ციმბირში, ის უზრუნველყოფს გაზის დროულ მიწოდებას პარტნიორებისთვის რუსეთსა და უცხოეთში".

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG