რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციოს დარბაზიდან გააძევეს ლევან ცუცქირიძე

ლევან ცუცქირიძე
ლევან ცუცქირიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებით, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „თავისუფლების მოედნის“ ლიდერი ლევან ცუცქირიძე. იმის მიუხედავად, რომ ცუცქირიძე ამ საქმეში მხარე არ არის, ის სხდომას ესწრებოდა.

„გთხოვთ, რომ იპოვოთ თქვენს თავში ძალა და გამოიყენოთ“, - მიმართა ცუცქირიძემ მოსამართლეებს სხდომის გახსნამდე.

„ჯერ სხდომა არ დაწყებულა... გაიყვანეთ“, - თქვა რევაზ ნადარაიამ.

„ვიღაცის მომავალი დაწერილია და თქვენი ჯერ არა“, - თქვა ლევან ცუცქირიძემ დარბაზიდან გაყვანის დროს.

ლევან ცუცქირიძემ სხდომათა დარბაზში დაშვება 22 ოქტომბერს წერილობით მოითხოვა. „ბატონი ცუცქირიძე დარჩება გარეთ, გაძევებული“, - თქვა სხდომის თავმჯდომარემ.

დღეს, 21 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა.

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციანი პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს - პარლამენტი, სამს კი - უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 7 მოსამართლეა. ორი მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს.

პარტიების ასაკრძალად საჭიროა საქმის განმხილველი მოსამართლეების უმრავლესობა: რადგან სხდომას 7 მოსამართლე დაესწრება, 4-ის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

​
XS
SM
MD
LG