Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჯარებმა კიევზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს

რუსული რაკეტებით შეტევის შედეგები კიევში. 2026 წლის 21 ოქტომბერი
რუსული რაკეტებით შეტევის შედეგები კიევში. 2026 წლის 21 ოქტომბერი

რუსეთის ჯარებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. 21 ოქტომბრის ღამიდან კიევში რამდენჯერმე გამოცხადდა საჰაერო განგაში ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმის გამო.

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 21 ოქტომბერს გვიან ღამით ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი. 22 ოქტომბერს გამთენიისას კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაშავებულია 15 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

კიევის მერის და საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დაზიანებულია სახლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ერთ-ერთი სადგური. ხანძარი გაჩნდა რესტორნის შენობაში. კიევის სამხრეთის ხიდზე დაზიანებულია მეტროს ინფრასტრუქტურა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კიევზე მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.





ფორუმი

​
XS
SM
MD
LG