Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ გადაწყვიტა, თანამგზავრული კავშირის სუვერენული სისტემა ჰქონდეს

ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო(მარჯვნივ) 22 ოქტომბერს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის
ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო(მარჯვნივ) 22 ოქტომბერს კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის

უკრაინამ გადაწყვიტა, თანამგზავრული კავშირის სუვერენული სისტემა ჰქონდეს ფინური ტექნოლოგიური კომპანიების, ICEYE-ს და Nokia-ს დახმარებით.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და ფინურმა კომპანიებმა განზრახულობათა ოქმი უკვე გააფორმეს. დოკუმენტს ხელი 22 ოქტომბერს მოაწერეს კიევში ფინეთის პრემიერ-მინისტრ პეტერი ორპოს ვიზიტისას.

უკრაინისა და ევროპაში წამყვანი ფინური კომპანიების შეთანხმება მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ქვეყნისთვის დამოუკიდებელი, საიმედო კოსმოსური საკომუნიკაციო ქსელის შექმნას.

  • Nokia და ICEYE ოქტომბერში გაერთიანდნენ დაბალ ორბიტაზე სუვერენული თანამგზავრული კავშირის სისტემების შესაქმნელად. პირველი თანამგზავრების გაშვება 2028 წლისთვის იგეგმება.
  • ამ სისტემების გამოყენება ქვეყნებს შეუძლიათ თავდაცვისთვის, საზღვრების კონტროლისთვის, სტიქიურ უბედურებებზე რეაგირებისა და სხვა მნიშვნელოვანი მიზნებისთვის.

კომერციული თანამგზავრული სისტემებისგან, მაგალითად, ამერიკული Starlink/Starshield-ისგან განსხვავებით, ეს სისტემა სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, სრულად ფლობდნენ და აკონტროლებდნენ თანამგზავრებს, მიწისზედა სადგურებს და ტერმინალებს.

  • რუსეთთან ომში მყოფი უკრაინა ოქტომბრის მეორე ნახევარში აღმოჩნდა Starlink-ის სამხედრო ვერსიის, Starshield-ით სარგებლობის შეზღუდვის პრობლემის წინაშე.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებს Starshield-ი სჭირდებათ ფრონტზე კომუნიკაციისა და დრონების სამართავად.




ფორუმი

​
XS
SM
MD
LG