Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე უნგრეთში პეტერ მადიარს შეხვდა

ეს ირაკლი კობახიძის პირველი შეხვედრაა პეტერ მადიართან
ეს ირაკლი კობახიძის პირველი შეხვედრაა პეტერ მადიართან

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი კობახიძე უნგრეთში პეტერ მადიარის მიწვევით უნგრეთის რევოლუციის 70-ე იუბილეს დაესწრო და უნგრელ კოლეგას შეხვდა.

მან უნგრეთიდან ასევე გამოაქვეყნა უკრაინის პარლამენტის სპიკერ რუსლან სტეფანჩუკთან შეხვედრის ამსახველი ფოტო.

კობახიძე მადიარს შეხვდა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა“, - წერს პრესცენტრი.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა პეტერ მადიარს საიუბილეო თარიღი მიულოცა და „უნგრელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა“.

ეს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტია უნგრეთში მას შემდეგ, რაც მის გუნდთან დაახლოებული ვიკტორ ორბანი პრემიერ-მინისტრი აღარ არის.

ამავე ვიზიტის ფარგლებში პრემიერი დაესწრო უნგრეთის რევოლუციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გალა კონცერტს.

დელეგაციაში მასთან ერთად არიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

მთავრობის ადმინისტრაციის გამოქვეყნებული ფოტოებიდან ერთ-ერთში ჩანს ირაკლი კობახიძის შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, რუსლან სტეფანჩუკთან.

სავარაუდოდ, ხანმოკლე შეხვედრის შესახებ დეტალები არცერთ მხარეს გაუვრცელებია.

ირაკლი კობახიძე და რუსლან სტეპანჩუკი უნგრეთში, 23.10.2026
ირაკლი კობახიძე და რუსლან სტეპანჩუკი უნგრეთში, 23.10.2026

მადიარი ორბანის ნაცვლად

  • 2026 წლის 12 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შედეგად, უნგრეთის პოლიტიკური პარტია „ტისას“ ლიდერმა, პეტერ მადიარმა 9 მაისს ოფიციალურად დადო ფიცი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში.
  • „ცხადია, ჩვენ გავაგრძელებთ კარგ ურთიერთობებს საქართველოსთან“, - თქვა მან 13 აპრილს, არჩევნების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
  • „მოხარული ვიქნები, გეწვიოთ თბილისში თუ სხვაგან და მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობს“, - თქვა მან და დასძინა: „მაგრამ ჩვენ არ ჩავერევით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG