აფეთქებების ხმებისა და საგანგებო სამსახურების სირენების შესახებ ქალაქის მცხოვრებლებიც იუწყებოდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელდა სარაკეტო იერიშის შედეგების ამსახველი კადრები. მონიტორინგის არხების ცნობით, ქალაქს ოთხი ფრთოსანი რაკეტით, „ფლამინგოთი“, შეუტიეს.
ორიოლის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი კლიჩკოვმა რეგიონში სარაკეტო საფრთხე გამოაცხადა. მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ ქალაქზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. მისი თქმით, დაზიანდა „სამოქალაქო ობიექტი“ - ქალაქის საბჭოთა რაიონში მდებარე საწარმო.
კლიჩკოვის განცხადებით, იერიშის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. მისი თქმით, დაშავებულებმა დაზიანებები ნამსხვრევებისა და კონსტრუქციების ჩამონგრევის შედეგად მიიღეს.
ქარხანა „პროტონი“ ნახევარგამტარულ მოწყობილობებს, LED-ებსა და ელექტრონულ კომპონენტებს აწარმოებს სამრეწველო დანიშნულებისა და სპეციალური ტექნიკისთვის. უკრაინული მხარის ცნობით, ქარხნის კომპონენტები რუსეთის შეიარაღებაში, მათ შორის, „ისკანდერ-М“ ტიპის რაკეტებსა და „პანცირ-С1“ კომპლექსებში გამოიყენება.
მანძილი ქალაქ ორიოლიდან უკრაინა-რუსეთის სახელმწიფო საზღვრამდე დაახლოებით 160–170 კმ-ია.
ფორუმი