უკრაინის პარლამენტის სხდომაზე 26 ოქტომბერს გამართული კენჭისყრის შედეგად 293-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საომარი მოქმედების ვადის გაგრძელებას კიდევ 90 დღით. ათვლა 2026 წლის 31 ოქტომბრიდან დაიწყება.
31 ოქტომბრიდან 90 დღის განმავლობაში საყოველთაო მობილიზაციის ვადის გაგრძელებას მიემხრო 281 დეპუტატი.
- უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის დღეს, 2022 წლის 24 თებერვალს გამოცხადდა.
- ოთხ წელზე მეტია საომარი მდგომარეობის და საყოველთაო მობილიზაციის ვადები ყოველ სამ თვეში ერთხელ გრძელდება.
ფორუმი