Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი და რეგიონის ქვეყნები შეთანხმდნენ მოლაპარაკების გაგრძელებაზე

ჰუთი მეამბოხეების აქცია ირანის და ლიბანის მხარდასაჭერად, იემენი, 2026 წლის მარტი
ჰუთი მეამბოხეების აქცია ირანის და ლიბანის მხარდასაჭერად, იემენი, 2026 წლის მარტი

ირანი და რეგიონული, ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულების სამი ქვეყანა თეირანში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებას გააგრძელებენ - იუწყება ირანის ტელევიზია.

ირანის ოფიციალური პირები 26 ოქტომბერს შეხვდნენ საუდის არაბეთის, პაკისტანის და თურქეთის წარმომადგენლებს - სახელმწიფოების, რომლებსაც მექის თავდაცვის ალიანსის დოკუმენტზე აქვთ ხელი მოწერილი.

მხარეები "შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებას თანამშრომლობის გასაძლიერებლად ... მათ შორის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე" - გამოაცხადა სახელმწიფო ტელევიზიამ.

შეხვედრის ფონია რეგიონში ცვლილებები, რომლებიც გამოიწვია აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე ომმა და ირანთან კავშირის მქონე ჰუთი მეამბოხეების თავდასხმებმა საუდის არაბეთზე. ეს მოვლენები აისახა ნავთობის და სხვა ტვირთის გლობალური გადაზიდვების მძლავ შეფერხებაშიც.

მექაში ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა. მისი მიზანი იყო ურთიერთობის მოწესრიგება ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG