ოთხი ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის დარტყმას ოდესის ცენტრზე

ოდესა. 2026 წლის 18 ნოემბერი
ოდესა. 2026 წლის 18 ნოემბერი

ოთხი ადამიანი, მათ შორის ადგილობრივი ტელეარხის ჟურნალისტი ქალი, ემსხვერპლა რუსეთის მიერ 18 ნოემბერს უკრაინაში, ოდესის ცენტრზე განხორციელებულ დარტყმებს.

"დილით, პირველი შეტევისას დაიღუპა ხრისტინა ლისენკო, პირველი საქალაქო [არხის] პროდიუსერი. ის, უბრალოდ, სამსახურში მიდიოდა ... ოფისამდე სამი კვარტალიღა ჰქონდა დარჩენილი", - იუწყება ტელეარხი.

18 ნოემბერს რუსეთმა ოდესის ცენტრზე სამჯერ მიიტანა იერიში, რის შედეგადაც დაიღუპა ოთხი ადამიანი, დაიჭრა 19 პირი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაწერა, რომ პირველი დარტყმის არეალებში რუსეთმა შეტევები გაიმეორა მაშინ, როცა ადგილზე მივიდნენ მაშველები და პოლიციელები.

"'შაჰედებმა' [დრონებმა] დაარტყეს პირდაპირ ოდესის ცენტრს - საცხოვრებელ სექტორს", - წერს ზელენსკი. "მძიმე და განზრახული დარტყმა პირდაპირ ადამიანებზე, სიცოცხლეზე. კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რა სურთ რუსებს სინამდვილეში და როგორია მათი რეალური მიმართება დიპლომატიურ ძალისხმევასთან".

რუსეთმა დარტყმები განახორციელა უკრაინის სხვა რეგიონებზეც. ბოლო 24 საათის განმავლობაში ზაპოროჟიეს ოლქიდან სამი დაღუპულის შესახებ იუწყებოდნენ.

​
XS
SM
MD
LG