ფონიჭალაში კორპუსში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - მაშველები ერთ ბავშვს ეძებენ

ახლა მაშველები ერთ ბავშვს ეძებენ
ახლა მაშველები ერთ ბავშვს ეძებენ

ქვემო ფონიჭალაში მაშველებმა კორპუსის ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაღუპული მეხუთე ადამიანის ცხედარი ამოასვენეს.

დაღუპული კაცია.

დილიდან ნანგრევებში 7 ადამიანს ეძებდნენ.

მაშველებს საღამოს 21:30 საათისთვის ხუთი ადამიანის ცხედარი აქვთ ამოსვენებული. დაღუპულთაგან ერთი ბავშვია, სამი ქალი, ერთი კი - კაცი.

ორიოდე საათით ადრე მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

ახლა მაშველები ნანგრევებში კიდევ ერთ ბავშვს ეძებენ.

​
XS
SM
MD
LG