ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა ტელეარხებმა კორპუსის ჩამონგრევიდან მალევე დაიწყეს სხვადასხვა ადამიანის მადისკრედიტებელი კამპანია, მათ მიერ სოციალურ ქსელებში დაწერილი სტატუსების გამო - ამ კამპანიით ისინი ირწმუნებოდნენ, რომ პოსტების ავტორები ტრაგედიით სპეკულირებენ და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის იყენებენ ჩამოშლილი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს.
სამი ტელეარხიდან, რომლებიც იდენტური აქცენტის გზავნილებს ავრცელებდნენ, "მეტაში" რეკლამის გაშვება მხოლოდ "რუსთავი 2-მა" შეძლო.
მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი პოსტები ჰქონდათ "იმედსა" და "პოსტივის" იმავე პერსონაჟებით - მათი კონტენტი "მეტას" რეკლამების ბიბლიოთეკაში არ იძებნება. დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირების შემდეგ, "მეტაში" რეკლამის ყიდვის უფლება ორივე კომპანიას შეზღუდული აქვს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მძიმე დამწვრობით ამ დრომდე კლინიკაში რჩება ახალგაზრდა კაცი, რომლის ბინაში დაგროვილმა გაზმაც გამოიწვია აფეთქება, პირველადი ვერსიით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ფორუმი