არსებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი პატიმარი ქსნის, რუსთავის მე-17, გლდანისა და გეგუთის პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლდება.
გამოცემა „პრაიმ-ტაიმის“ ინფორმაციით, შეწყალებულ 232 ადამიანს შორის, სავარაუდოდ, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილია.
გამოცემა „სანდო წყარო“ წერს, რომ შესაძლოა, შეწყალებულთა შორის იყვნენ პროევროპულ აქციებზე დაკავებული გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელიაც.
სახელმწიფო უწყებები ამ ეტაპზე არცერთი მათგანის შეწყალებას არ ადასტურებენ. შეწყალების შესახებ ინფორმაცია არც მათ ახლობლებს აქვთ.
- გიორგი ოკმელაშვილს „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
- პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს გიორგი მინდაძესაც.
- ანრი კვარაცხელიას კი სპეცრაზმის თანამშრომლისთვის ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის ბრალდებით ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 232 შეწყალებულიდან 216 პირს საპატიმრო სასჯელი ჰქონდა შეფარდებული, 16-ს კი – არასაპატიმრო.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ფორუმი