რუსეთმა ისევ დაარტყა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს, არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ 24 ნოემბერს სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის მორიგი საჰაერო შეტევით გამოწვეული ნგრევის ამსახველი ფოტომასალა.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ 24 ნოემბერს სოციალური ქსელებით გაავრცელა რუსეთის მორიგი საჰაერო შეტევით გამოწვეული ნგრევის ამსახველი ფოტომასალა.

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 22 დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის მორიგი საჰაერო შეტევის შედეგად. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ 24 ნოემბერს გამთენიისას სოციალური ქსელებით გაავრცელა ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო სემიკინმა.

მისივე ცნობით, მთლიანად დანგრეულია ერთი კერძო სახლი და ნაწილობრივ - 5-სართულიანი სახლი. დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

ზაპოროჟიე რუსეთის მუდმივი დარტყმების ქვეშაა. ქალაქზე საჰაერო შეტევა იყო 23 ნოემბერს საღამოსაც. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა 6 ადამიანი. ავიადარტყმების შედეგად დაზიანდა სახლები. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ შეტევის შესახებ არანაირი ცნობა არ გაუვრცელებია.




​
XS
SM
MD
LG