სამხრეთი კორეის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ინფორმაციით, რუსული სამხედრო თვითმფრინავები ქვეყნის საჰაერო საზღვარს მიუახლოვდნენ კუნძულ ულუნის მახლობლად და მას შემდეგ, რაც სარდლობამ ტაქტიკური მანევრებისთვის გამანადგურებლები გაგზავნა, საიდენტიფიკაციო ზონა დატოვეს.
სააგენტო Yonhap-ის ცნობით, ჩრდილოეთ კიონსანის პროვინციის ადმინისტრაციამ, რომლის შემადგენლობაშიც კუნძული ულუნია, 24 ნოემბერს ადგილობრივ მცხოვრებთ გაუგზავნა შეტყობინება სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის თვითმფრინავებისა და ევაკუაციის საჭიროების შესახებ. დაახლოებით 40 წუთის შემდეგ ადმინისტრაციამ შეცდომა გაასწორა და განგაშიც გააუქმეს.
- საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონა(KADIZ) სამხრეთ კორეის საჰაერო საზღვრებს მიღმა არსებული სპეციალური ბუფერული სივრცეა, რომელიც სეულს სჭირდება მოახლოებული საფრენი აპარატების წინასწარ იდენტიფიცირებისა და კონტროლისთვის.
- სამხრეთი კორეა მოითხოვს, რომ უცხო ქვეყნებმა თავიანთი აპარატების ფრენის გეგმა ზონაში შესვლამდე წარმოადგინონ და იდენტიფიცირება მოახდინონ.
- რუსეთი აცხადებს, რომ სამხრეთი კორეის მიერ ცალმხრივად დადგენილ ამ ზონას არ აღიარებს.
ფორუმი