მსხვერპლი მოჰყვა ვერაზე ჩხუბს მანქანის გადაყენების გამო

გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბს ერთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გოგებაშვილის ქუჩაზე ჩხუბს ერთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

თბილისში, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე ხელჩართულ ფიზიკურ დაპირისპირებას კაცი ემსხვერპლა.

ინციდენტი 24 ნოემბერს, ნაშუადღევს მოხდა. ადგილი - იაკობ გოგებაშვილის ქუჩის 46ა-ს მიმდებარე ტერიტორია - პოლიციამ შემოსაზღვრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჩხუბში მონაწილე „ყველა პირი იდენტიფიცირებულია და გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში“.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

ჯერ უცნობია, რა მუხლით დაიწყება გამოძიება, რამდენ ადამიანს წარუდგენენ ბრალს და რა მუხლით.

ადგილიდან პირველადი ცნობებით:

  • ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთი პირი ჩხუბისას ბორდიურზე თავის დარტყმის შედეგად დაიღუპა;
  • დაპირისპირება მოჰყვა ავტომობილის გადაყენების მოთხოვნას და ჩხუბს სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ.

გოგებაშვილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებმა ის ვერ გადაარჩინეს.

​
XS
SM
MD
LG