- „გაძევებული ხართ, თქვენი ადგილი არ არის სხდომათა დარბაზში“, - უთხრა ნადარაიამ გვარამიას.
- „თქვენი ადგილი სასამართლო სხდომათა დარბაზში კი არა, სასამართლო სისტემაში არ არის!.. სამარცხვინო კაცი ხარ! მოვა დრო, პასუხს მოგთხოვ ამაზე“, - უპასუხა გვარამიამ.
- „უზრდელი!.. ემუქრები სასამართლოს“? - თქვა ნადარაიამ.
ამ კონფლიქტის შემდეგ ნიკა გვარამიას თანაგუნდელმა თენგო თევზაძემ ტექნიკური შესვენების გამოცხადება მოითხოვა.
„ყველანი ხართ თანასწორები, მაგრამ არ უნდა ბატონ გვარამიას თანასწორობა. ყველაფერთან აქვს [პრობლემა]: ზრდილობის; სასამართლოსთან ქცევის, საუბრის...“ - უთხრა ნადარაიამ თევზაძეს და შემდეგ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
როგორ დაიწყო კონფლიქტი?
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვის მე-17 დღეს, 24 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც კითხვების დასმა დაასრულეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ჯერი დადგა.
პარტიის ლიდერები, თენგო თევზაძე და ნიკა გვარამია ცდილობდნენ მოსარჩელე „ქართული ოცნებისგან“ გაერკვიათ, კონკრეტულად რას ედავებიან მათ. ერთ-ერთი საკითხი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული მანდატების დათმობა იყო - „კანონიერი იყო თუ არა ეს მოთხოვნა?“
„ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე გავეცით პასუხი და რამდენჯერ უნდა გავცეთ?!“ - თქვა არჩილ გორდულაძემ, „ქართული ოცნების“ წევრმა.
„არა, არ გაგიციათ პასუხი. კანონიერი მოთხიოვნა დააკმაყოფილეთ თუ უკანონო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოგიწიათ?“, - უთხრა გვარამიამ მას.
მასალა განახლდება
ფორუმი